რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასულ ღამეს კიევის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მთელი ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ კიევს. როგორც უკრაინის გენშტაბი იუწყება, მათ ყველა უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს. ასევე, აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაშიც. ამ დროისთვის უცნობია, დაზიანდა თუ არა ინფრასტრუქტურა ან მოჰყვა თუ არა მსხვერპლი აფეთქებას.