რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება. რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ქალაქ ლვოვზე. დაიღუპა 10 ადამიანი, დაშავდა 42 , მათ შორის სამი ბავშვი, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. დანგრეულია სახლები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. შემთხვევას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც თავდასხმას რუსეთის სისასტიკის კიდევ ერთი მაგალითი უწოდა და დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. აფეთქებები მოხდა სუმის რეგიონის საზღვარზეც. ტერიტორია 15- ჯერ დაიბომბა.