რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომის დაწყებიდან 498-ე დღეს რუსეთი კვლავ სარაკეტო იერიშს ახორციელებს უკრაინის მიმართულებით. ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის უმეტეს რეგიონში. ლვოვის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, ერთ-ერთი რაკეტა კი მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაღუპულია სულ მცირე ოთხი, დაშავებულია 32 ადამიანი. დაზიანებულია 60-მდე ბინა და 50-მდე მანქანა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ლვოვის რეგიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია და არის კომუნიკაციების პრობლემაც. ღამის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმის რეგიონზეც, სადაც 279 აფეთქება დაფიქსირდა.