რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, რომელიც ნაწილობრივ რუსული ძალების მიერ არის ოკუპირებული. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის ნაწილები მოინახულა, რომლის სამხედროებიც მძიმე ბრძოლებში არიან ჩართული ბახმუტის გარშემო. პრეზიდენტი ჯარისკაცებს შეხვდა და მიმდინარე საკითხებზე ესაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველა მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა წინსვლას მიაღწიეს.