რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

კიევის ოლქში მდებარე ქალაქების გათავისუფლების მიუხედავად, უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება.

რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია ახლა ძირითადად დონბასში ხდება. მთავარი ცხელი წერტილები ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთითაა. იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ყველაზე მძიმე სურათი ქალაქ მარიუპოლშია, რომელიც ალყაშემორტყმული რჩება. ჰუმანიტარული კატასტროფის გამო თავშესაფრებში მყოფი ადამიანები შიმშილისგან იხოცებიან. ჰუმანიტარულ დერეფნებს კვლავ ბლოკავენ. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, ახალი სანქციების ამოქმედებას და უკრაინისთვის იარაღის და თავდაცვითი ანტისაჰაერო საშუალებების მიწოდებას სთხოვს. ყოველდღე იზრდება ევროპის იმ ქვეყნების რიცხვი, საიდანაც რუს დიპლომატებს აძევებენ.