უკრაინაში ომი გრძელდება – ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში რამდენჯერმე გამოცხადდა. თავდასხმის საფრთხე იყო ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში, ასევე კიევშიც. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს. აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებშიც.
ჯერჯერობით დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გარდა ამისა, გუშინ რუსეთში, კერძოდ ბრიანკის ოლქში ლიანდაგის დანაღმვის შედეგად, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა ბოლო დღეებში.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.