რუსეთი უკრაინას ისევ თავს ესხმის. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის პოზიციებზე იერიში 8-ჯერ მიიტანეს. ოკუპანტების სამიზნე დასახლებული პუნქტები იყო. მსხვერპლია მშვიდობიან მოქალაქეებში. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შესვლა მოახერხეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ იმასაც, რომ უკრაინამ ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე უპირატესობის მოპოვება რუსული ჯარების საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობის გამო შეძლო. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი სანქციების დაწესებას აგრძელებს. ამჯერად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები რუსული პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ შემოიღო.