გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ძალებმა ფრონტზე მტრის 60 თავდასხმა მოიგერიეს და რუსეთის ძალების კუთვნილი „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, აგრესორის ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებით არის კონცენტრირებული. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად კვლავ ბახმუტი და მარიინკა რჩებიან. აღდგომის ღამით, რუსეთის ძალებმა ასევე მასირებული იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქზე. დაზიანებულია ეკლესია. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები ნატო-ში გაწევრიანებამდე სჭირდება.