უკრაინაში ომი გრძელდება. მნიშვნელოვანი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთის არმია ფრონტზე 4 მიმართულებით აგრძელებს შეტევას, ლიმანის, ბახმუტის, ადეევკისა და მარინსკის მიმართულებით. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, „უკრაინელ სამხედროებს ფრონტზე მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტი აქვთ, რადგან ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელიც ყოველდღიურად ფასდება“. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განმარტებით, არსებობს მოსაზრება უკრაინის მთელი ტერიტორიის 1991 წლის საზღვრამდე გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ.