რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში 45 რუსული თავდასხმა მოიგერიეს და ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსულმა ძალებმა 2 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. დაიბომბა კუპიანსკის დასახლებები. რუსული ძალები წარუმატებლად ცდილობდნენ იერიშის განხორციელებას ლიმანის, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე. რაც შეეხება ზაპოროჟიესა და ხერსონის მხარეს, აქ გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე თავდაცვითი პოზიციების გამაგრებაზეა ორიენტირებული.