უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 177 680 რუსი ჯარისკაცია მოკლული, მათ შორის 570 მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან რუსული ძალების მხრიდან საერთო დანაკარგი 3 000-ზე მეტ ტანკს, 7 000 ერთეულ ჯავშანტექნიკას, 600 ერთეულ თვითმფრინავსა და ვერტმფრენს მოიცავს. თუმცა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, დანაკარგები არის უკრაინაშიც, მშვიდობიან მოსახლეობაში. 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის რვა ოლქი დაბომბეს. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. დაიბომბა ჩერნიგოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქები.
ხარკოვში დაბომბვას 39 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ნაღმზე აფეთქდა 40 წლის მამაკაცი, ასევე დაშავდნენ 50 და 55 წლის ქალები. ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა დონეცკში. დაშავებულები არიან ხერსონშიც. გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები ზაპოროჟიესა და ხერსონში მცხოვრებ მოქალაქეებს ყირიმში ევაკუაციისთვის ამზადებენ.