გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში. ინფორმაციას ქალაქის მერი ავრცელებს. დაიბომბა სუმის ოლქიც. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსულმა მხარემ ცეცხლი 330-ჯერ გახსნა, მათ შორის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ასევე განხორციელდა სარაკეტო თავდასხმები. შედეგად რამდენიმე დასახლებაში დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. „სამხრეთის“ ოპერატიული მეთაურობის ცნობით, რუსეთს შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაში „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი 4 სამხედრო ხომალდი ჰყავს. აქედან ორი წყალქვეშა ხომალდია.