უკრაინაში ომის 405-ე დღეა. გვიან ღამით რუსეთმა უკრაინაზე ირანული წარმოების კამიკაძე-დრონებით თავდასხმა განახორციელა. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 დრონიდან 14 გაანადგურა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ოდესაში აფეთქებების შესახებ. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოთხ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის 69 თავდასხმა მოიგერიეს. მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარიინსკის მიმართულებებზე. ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციით, „ვაგნერის“ ძალებმა ბახმუტში ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია სამხედრო მეთაურებთან ჩერნიგოვში გამართული შეხვედრისას განიხილა. მისი თქმით, უკრაინის მიწების გასათავისუფლებლად აქტიური მოქმედებების მომზადება მიმდინარეობს.