რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსში, მაჩულიშის აეროდრომზე რუსული „მიგ 31 K“-ს ტიპის ავიაგამანადგურებელი აფრინდა, რომელსაც ჰიპერბგერითი რაკეტების, „კინჟალის“ გადატანა შეუძლია.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის 69 თავდასხმა მოიგერიეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარინკისა და შახტიორსკის მიმართულებით.