უკრაინაში ომი გრძელდება – რუსი სამხედროები ბახმუტის დაკავებას რამდენიმე მიმართულებიდან ცდილობენ. ქალაქისთვის ბრძოლა აქტიურად გრძელდება. საომარი მოქმედებები ასევე მიმდინარეობს კრემენასთან, ბელეგოროვკაში და სპორნისთან. უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო მეთაურების მორიგი სხდომა გამართა. შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება ბახმუტის დაცვას გააგრძელებს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ავტომობილი აფეთქდა. დაიღუპა საოკუპაციო რეჟიმის გავლენიანი წარმომადგენელი, არიან დაჭრილებიც.
რუსული ძალები განაგრძობენ საჰაერო შეტევებს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ოთხჯერ გამოცხადდა. ტრადიციულ გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რომ უკრაინელები ერთიანები არიან და გაიმარჯვებენ.