უკრაინაში გრძელდება რუსული ძალების იერიში. გასული ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა ხუთი მიმართულებით შეძლეს მოწინააღმდეგის 71 თავდასხმის მოგერიება. რუსების ძირითადი ძალისხმევა კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტერისკენ არის მიმართული. თუმცა, წამოწყებული იერიშები წარუმატებელია. გასული ღამის განმავლობაში დაიბომბა სუმის ოლქიც. რუსულმა ძალებმა გახსნეს საარტილერიო ცეცხლიც. თუმცა, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები ყირიმში თავდაცვის გასაძლიერებლად საფორტიფიკაციო ნაგებობებს აგებენ. საინჟინრო სამუშაოებისთვის ჩელიაბინსკიდან 150-მდე სამხედრო გადაისროლეს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამჟამად რუსულ ძალებს 1 877 უკრაინული ქალაქი და სოფელი აქვთ ოკუპირებული.