უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 90 იერიში მოიგერია. გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის არმია შეტევებს ახორციელებდა ლიმანის, ბახმუტის, ადეევკისა და შახტერსკის მიმართულებით. ოკუპანტებმა ამ რეგიონების მისამართით 10 სარაკეტო და 19 საავიაციო იერიში განახორციელეს.
გენშტაბის მონაცემებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან სარაკეტო იერიშების განხორციელების საფრთხე კვლავ მაღალია.