რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათში, რუსეთის საბრძოლო მასალების სამი საწყობი გაანადგურეს. საავიაციო იერიშებს განაგრძობენ ოკუპანტები. აფეთქებები განხორციელდა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკსა და კონსტანტინოვკაზე. დაიჭრა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. ამას გარდა, რუსეთის არმიამ ხერსონის ოლქიც დაბომბა. შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, არიან დაშავებულებიც.

ყველაზე რთული სიტუაციაა ისევ კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის სასაზღვრო რაიონებში ახდენს ავიაციის მობილიზებას. მორიგ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს სამხედრო მხარდაჭერისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა იმ რთულ სიტუაციაზე, რომელიც ფრონტის ხაზზეა შექმნილი.