უკრაინაში ომი გრძელდება – ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 351 დღეა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ამ წუთებშიც საჰაერო განგაშია გამოცხადებული. რამდენიმე საათის წინ კი ხარკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ადგილზე დაახლოებით ათი აფეთქება მოხდა. მისი თქმით, ოკუპანტების სამიზნე ამჯერადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო, რის გამოც ხარკოვის რამდენიმე ქალაქს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია.