რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის ძალები ისევ განაგრძობენ უკრაინის დასახლებების დაბომბვას. მოწინააღმდეგემ სამი საჰაერო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, 60-ზე მეტჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე და დიდ დანაკარგს განიცდის. ასევე წარუმატებელ შეტევით მოქმედებებს აწარმოებს ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. ბოლო დღე ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის თავდასხმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე ოთხი დარტყმა განახორციელეს მტრის ძალების კონცენტრაციის რაიონებზე და იერიში მიიტანეს რუსი სამხედროების მართვის სამ პუნქტსა და საბრძოლო მასალების ორ საწყობზე. ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება.