ომი უკრაინაში. გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონი დაბომბეს. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევისა და ჩერკასის ოლქებში. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანული „კამიკაძე დრონები“ ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დრონები აზოვის ზღვიდან იყო გაშვებული. დრონებით თავდასხმა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქშიც, სადაც სამიზნე სამრეწველო ობიექტები აღმოჩნდა. რუსულმა ძალებმა თვითმავალი საარტილერიო დანადგარიდან 60-ჯერ გახსნეს ცეცხლი სუმის მიმართულებით. დაიბომბა ზაპოროჟიეს ოლქიც. ამ დროისთვის საჰაერო განგაში გამოცხადებულია უკრაინის ათ ოლქში. უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგია გათიშეს ხარკოვსა და მიკოლაევში.