რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

დნეპროპეტროვსკში რუსეთის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, მსხვერპლის რიცხვი 35-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მაშველებმა ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, კიდევ 35 მოქალაქის ძებნა გრძელდება. ოკუპანტების ავიაციის მიერ ცხრასართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად, 75 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 30 საავადმყოფოშია. 12 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე 24 საათზე მეტია, გრძელდება – პროცესში 550-ზე მეტი ადამიანია ჩართული.