რუსმა სამხედროებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ქალაქში საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავშესაფრებში დარჩნენ.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო ჩერნიგოვის, ჩერკასის, პოლტავის, სუმის, დონეცკისა და კიევის რაიონებში. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის „ოლენიგორსკის“ აეროდრომიდან „ტუ 95“-ისა და „ტუ 22“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები აფრინდნენ.