უკრაინის ხელისუფლება მომდევნო ორ-სამ თვეს გადამწყვეტი საომარი მოქმედებების პერიოდად აცხადებს. ამ მომენტისთვის ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტთან ახლოს მდებარე ქალაქი სოლედარია, რომლის დაცემას და რუსეთის კონტროლქვეშ გადასვლას ოფიციალური კიევი არ ადასტურებს. უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქის თავდაცვას ამ დრომდე ინარჩუნებენ. თუმცა, სოლედარი საოკუპაციო ძალების მიერ პრაქტიკულად სრულად განადგურებულია. პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრისგან საჰაერო შეტევების გააქტიურებას ელოდებიან. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის და სხვა შეიარაღების მიწოდება დასავლეთის მიმართ მთავარ მოთხოვნად რჩება.