უკრაინელი სამხედროების თქმით, საშობაოდ ცეცხლის ცალმხრივად, 36 საათით შეწყვეტის გადაწყვეტილებას, რუსული მხარე არ იცავს. ჯარისკაცები ამბობენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სროლის ხმა კვლავ ისმის. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსული ძალების იერიშები მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.
მათივე ცნობით, ახლა ძირითადი ძალისხმევა ბახმუტისკენ არის მიმართული. უკრაინელებმა ასევე თავდასხმები მოიგერიეს ჩრდილოეთით ხარკოვის ოლქში და სამხრეთით ზაპოროჟიეს მხარეს, სადაც საოკუპაციო ძალებმა 23 დასახლების მიმართულებით გახსნეს ცეცხლი.