უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება – ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. დაზიანებულია სამშობიარო პალატა, საბავშვო ბაღი და ათობით სახლი. ხარკოვის დაბომბვის შემდეგ, საჰაერო განგაში უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ოლქებშიც გამოცხადდა.
პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ხერსონზე. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა 33 რაკეტა ისროლეს.