უკრაინაში ომი გრძელდება – რუსეთმა სუმის რეგიონის ოთხი დასახლება დაბომბა. კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით ოკუპანტებმა ზარალი მიაყენეს ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების 25-ზე მეტ დასახლებას. ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით მათ ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამხედრო ნაწილების პოზიციებს 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში.
ხერსონის მიმართულებით, რუსეთი აგრძელებს დასახლებების დაბომბვას მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა 16 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.