კიდევ ერთი მასირებული საჰაერო შეტევა უკრაინაზე.
კიევის, ნიკოლაევის და კიდევ რამდენიმე ოლქის მიმართულებით რუსეთმა ირანული დრონები გაუშვა. დაიბომბა საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უპილოტო საფრენი აპარატების დიდი ნაწილის ჩამოგდება შეძლო. სარაკეტო დარტყმების გასანეიტრალებლად და უკრაინის ცის დასაცავად სწორედ ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდების გაზრდას ითხოვს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ამჯერად რიგაში შეკრებილ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართა.