რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

კიევის, ჟიტომირისა და ვინიცას ოლქებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული – სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის დედაქალაქსა და მის შემოგარენშიც აფეთქებების ხმა ისმის. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ამუშავდა ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა. გენშტაბის მონაცემებით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 11 სარაკეტო იერიში განახორციელეს, მათგან სამი სამოქალაქო ობიექტებზე.