რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პოზიციებს ამაგრებენ და უკრაინელი სამხედროებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი” ავრცელებს. პარალელურად, უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით რუსეთის „ეს-300-ის“ სარაკეტო სისტემის დანადგარი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტორ-ემ 2“ და სამი ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ვითარება ქვეყნის სამხრეთით რთული და დაძაბულია, თუმცა, უკრაინელი სამხედროები კონტროლს ინარჩუნებენ.