უკრაინის გენერალური შტაბი წარმატებული ოპერაციების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში 55 რუსი ოკუპანტი და რუსეთის არმიის საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს, ასევე, 11 დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მათი ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის უბნებს. საერთო ჯამში უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 290 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი სერიოზულ დანაკარგს განიცდის ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ძლიერდებიან ხერსონისა და დონეცკის მიმართულებით.