უკრაინის გენშტაბის ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ძალის კონცენტრაციის 17 რაიონი და მართვის ხუთი პუნქტი დაბომბა. უკრაინულმა ავიაციამ ქვეყნის სამხრეთის სამ რაიონში მოწინააღმდეგის საყრდენ პუნქტებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილზე რვა დარტყმა განახორციელა. დღის განმავლობაში, რუსეთის ძალები თავდასხმებს განაგრძობდნენ ხერსონის ოლქში ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. აფეთქებების ხმა ისმოდა პოლტავის ოლქში. გრადებიდან დაიბომბა დნეპროპეტრვსკის ოლქი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი დონეცკის ოლქია, სადაც ყოველდღიურად ასობით რუსი დამპყრობელი კვდება.