რუსეთმა ბოლო დღეებში ფრონტის ხაზზე თავდასხმების რაოდენობა სამჯერ გაზარდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან ევროპაში ნატო-ს ძალების მეთაურთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რუსები დღეში 80-მდე შეტევას ახორციელებენ, თუმცა უკრაინელები მათ შეკავებას ახერხებენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ღამით დონეცკის ოლქზე რუსეთის მიერ მიტანილი 6 იერიში მოიგერიეს და მოწინააღმდეგის პოზიციებზე 21 დარტყმა მიიტანეს. მათვე ცნობით, რუსეთის არმიამ ბოლო 24 საათში 4 სარაკეტო და 28 საავიაციო დარტყმა განახორციელა. დაზარალდა 30 დასახლებული პუნქტი ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხერსონისა და სხვა ოლქებში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი, 21 საავიაციო დარტყმა მიიტანეს მოწინააღმდეგის ძალებზე. უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს 11 ირანული დრონის ჩამოგდება, მათ შორის 8 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს დნეპროპეტროვსკის ოლქში.