რუსეთის ავიაიერიშების სამიზნედ ქცეული 1 000-ზე მეტი ადამიანი.
მსოფლიო მარიუპოლიდან დრონით გადაღებულმა ფოტოებმა შეძრა. შენობასთან რუსული წარწერით იყო აღნიშნული, რომ თეატრს თავს ბავშვებიც აფარებდნენ, თუმცა შენობა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მაინც დაბომბეს. საბედნიეროდ, თეატრის თავშესაფარში მყოფი მოქალაქეები გადარჩნენ. ალყაშემორტყმულ ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას რუსეთის შეიარაღებული ძალები ახლაც ბლოკავენ, მარიუპოლში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია. თავდასხმები გრძელდება სხვა ქალაქებზეც. ბომბავენ ჩერნიგოვსაც. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას და ახალ სანქციებს ითხოვს. ზელენსკის ამჯერად გერმანიის ბუნდესტაგმა მოუსმინა. ვიდეომიმართვის დროს უკრაინის პირველმა პირმა დეპუტატებს ნატოსა და ევროკავშირში მისი ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე გერმანიის პოზიცია შეახსენა და ბერლინს მოუწოდა, ნუ იფიქრებს მხოლოდ ეკონომიკაზე.