რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 146-ე დღე

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ოდესის ოლქის დაბომბვის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესის მიმართულებით 7 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებს ქალაქ დნიპროზე. დაიბომბა სამრეწველო დაწესებულება, შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა სუმის ოლქიც, დაშავებულია ორი პირი. ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთი კონცენტრირებულია დონეცკის ოლქში ქალაქ სევერსკისა და ბახმუტის დაკავებაზე. რაც შეეხება უკრაინული მხარის წინსვლას – ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს ოკუპანტების შეიარაღებისა და ტექნიკის ორ საწყობზე.