რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაზე საჰაერო იერიშები გრძელდება. ოკუპანტებმა დილიდან 10 რაკეტა ისროლეს. ამის შესახებ ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ განაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა კიევის რეგიონში ორი რაკეტა გაანეიტრალეს. უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშის რეჟიმი ისევ გრძელდება და ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ხმელნიცკის რეგიონში „კამიკაძე“ უპილოტო თვითმფრინავი, „შაჰედ-136“ ჩამოაგდო. რეგიონში აფეთქებების ხმა ისმის. გუშინდელი ავიაიერიშების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქებებმა იმსხვერპლა 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა 105 პირი. დღეს დილიდან ისევ დაიბომბა ზაპოროჟიე, დაზიანებულია სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები.