რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

„აბსოლუტური ბოროტება და ტერორიზმი“, – ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე მიტანილი ავიაიერიში, რასაც სულ მცირე, 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, ქალაქის მიმართულებით 12 რაკეტა გაუშვეს. მათივე მტკიცებით, გამოყენებული იყო ტაქტიკური ავიაცია. რაკეტების უმეტესობა მრავალსართულიან სახლებს მოხვდა. ამჟამად ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დღეს დილიდან რუსეთს სარაკეტო დარტყმები მიაქვს სუმის ოლქზე. როგორც იუწყებიან, სხვადასხვა დასახლებების მიმართულებით, 50 რაკეტა გაუშვეს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით ახლა განსაკუთრებით რთული მდგომარეობა. რაც შეეხება ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას, ზელენსკიმ თქვა, რომ „ყირიმში გუშინ ღრუბლიანობა იყო, თუმცა ისევე როგორც მთელს უკრაინაში სითბოც იგრძნობოდა. თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუს სამხედროებს გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ.