მოლაპარაკებების პარალელურად უკრაინის ქალაქებზე ავიაიერიშები გრძელდება.
იბომბება კიევიც. სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა საცხოვრებელი კორპუსები და დასახლებები. მსოფლიო დღეს ქალაქ ჩერნიგოვოში მომხდარმა თავდასხმამ შეძრა – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი პურის რიგში მდგომ მოქალაქეებს გაუხსნეს. მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის და სარაკეტო თავდასხმების შესაწყვეტად ზელენსკი ნატოს უკრაინის ცის ჩაკეტისკენ მოუწოდებს. ზელენსკი ომის დანაშაულისთვის რუსი ოკუპანტების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, უკვე უკრაინაში იმყოფება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი. დასავლეთიდან მოსკოვზე ზეწოლა ყოველდღიურად ძლიერდება. 26-წლიანი წევრობის შემდეგ რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს. ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დღეს მიღებულ დასკვნაში რუსეთს სამხედრო მოქმედებების სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.