რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომის 216-ე დღე უკრაინაში. რუსეთის მხრიდან საჰაერო იერიშები გრძელდება. აფეთქებებს 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 25 დაშავდა. მათგან ყველაზე მეტი ხარკოვისა და დონეცკის ოლქში. საავიაციო დარტყმები კიდევ ერთხელ განხორციელდა ნიკოლაევზე, შედეგად 8 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსია დაზიანებული. დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ კუპიანსკის სამხრეთ გარეუბანი დაიკავეს, ასევე კონტროლი დაამყარეს მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე მნიშვნელოვან სარკინიგზო მონაკვეთზე. ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანისკენ და ცდილობენ ალყაში მოიქციონ იქ მყოფი რუსეთის ძალების დანაყოფები. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედროებმა ხერსონსა და მელიტოპოლში რუსების კუთვნილი დიდი   რაოდენობით აღჭურვილობა გაანადგურეს.