უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტები ცდილობენ, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან მიაღწიონ. გენშტაბის ინფორმაცით, რუსები კრასნოგოროვკასა და მარინკას მიმართულებით ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდნენ, მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბეს რამდენიმე ქალაქი. გენშტაბის ინფორმაციით, ომის 189-ე დღეს, რუსეთის დანაკარგი ასეთია – დაღუპულია 47 900 სამხედრო, განადგურებულია 1 974 ტანკი და 1 091 საარტილერიო სისტემა.
ხერსონის ოლქში უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. რუსები კი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებს ბომბავენ.