რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია ავდეევკასა და ბახმუტზე შტურმისთვის ემზადება, ოკუპანტები იერიშებს ხარკოვის მიმართულებით ახორციელებენ. რუსებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაბომბეს. არ წყდება იერიშები სლავიანკის მიმართულებით. რაც შეეხება დონეცკს, გენშტაბის ინფორმაციით, ამ მიმართულებითაც რუსები შტურმისთვის ემზადებიან. აფეთქებების ხმა ისმოდა ნიკოლაევშიც, სადაც ოკუპანტებმა ორ დასახლებულ პუნქტზე განახორციელეს იერიში.