რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

მიკოლაევში გამთენიისას კვლავ აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის ხმა გაისმა.

ქალაქის მერის ინფორმაციით, დაიბომბა ორი საცხოვრებელი რაიონი. ბოლო დღის განმავლობაში კი, დონეცკის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. მათ შორის ბახმუტში, მარინკასა და შევჩენკოში. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული ძალები ოკუპირებულ ხერსონში ხიდების სარაკეტო თავდასხმისგან დაცვას სპეციალური აღჭურვილობით ცდილობენ. კერძოდ, ამრეკლავი საშუალებების გამოყენებით, რომლის შედეგადაც ხიდების მდებარეობა რადარებისთვის აღქმადი აღარ არის. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალში“ აცხადებენ, რომ უკრაინული ძალები საცხოვრებელ რაიონებსა და სკოლებში ბაზების განთავსებით, მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან. ასეთი ტაქტიკა კი, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება.

დატოვე კომენტარი