განადგურებული ქალაქები, მიწასთან გასწორებული ინფრასტრუქტურა და თავშესაფრებში დამალული მოქალაქეები – ლუგანსკის რეგიონის სრულად დაკავების შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე დონეცკის რეგიონის ოკუპირება ხდება.
ამ დროისთვის რუსეთის არმიის ნაწილების და სეპარატისტი სამხედროების გადაჯგუფება მიმდინარეობს. შეტევის ძირითადი ობიექტი ქალაქი სლავიანსკია, რომელზეც საჰაერო იერიშები რამდენჯერმე მიიტანეს. პარალელურად რუსეთის სარაკეტო და საავიაციო ნაწილები უკრაინის სხვა რეგიონებს ბომბავენ. არის მსხვერპლი. საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად, ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისი ისევ გადაუჭრელია. რუსეთის მხრიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების ბლოკადა გრძელდება.