რუსეთის საოკუპაციო ძალების საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის უმეტეს რეგიონებში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის. ორი ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შედეგად. 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები. დაიბომბა სუმის ოლქიც. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აფეთქებები იყო პოლტავაშიც. ასევე, გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის ოლქში, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ. როგორც შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, 16 საავიაციო დარტყმა და 20-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.