რუსეთმა უკრაინაში 186 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 690 მხოლოდ ბოლო ერთ დღეში – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში, განადგურებულია ოკუპანტების 3 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 4 დრონი და ერთი ვერტმფრენი. ამასთან, რუსეთის პოზიციებზე უკრაინის არმიამ იერიში 8-ჯერ მიიტანა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ უკრაინამ ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე უპირატესობის მოპოვება რუსული ჯარების საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობის გამო შეძლო. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი სანქციების დაწესებას აგრძელებს. ამჯერად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები რუსული პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ შემოიღო.