ხუთი საჰაერო იერიში ლვოვზე – ექვსი დაღუპული და რვა დაშავებული მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვია. აფეთქებების ხმა დილიდან გაისმა. ლვოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაიბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ერთი ჭურვი რკინიგზის სადგურთან ახლოს ჩამოვარდა. სარაკეტო დარტყმების შედეგად, სხვადასხვა ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობაც ამ დრომდე მიმდინარეობს.