რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 8 ივნისს თურქეთში ჩავა. განიხილავენ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიზნით, პოტენციური დერეფნის შექმნის საკითხს. „როიტერი“ წერს, რომ ლავროვის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დაადასტურა. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება გაეროს-თან, რომლის მიზანიც, შავი ზღვიდან დერეფნის შექმნაა, თუმცა მოსკოვსა და კიევს მოუგვარებელი საკითხები რჩებათ. მანამდე, თურქეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, რა დროსაც პუტინმა უკრაინის პორტებიდან ხორბლის დაუბრკოლებლად გატანაში ფასილიტაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა.