ვლადიმირ პუტინი ნატო-ს ქვეყნებს, სარგებლის მიღების მიზნით ახალი კონფლიქტების პროვოცირებაში ადანაშაულებს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ავითარებენ და მოდერნიზებას უწევენ შეტევით შესაძლებლობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პუტინმა საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ნატო ასევე ერთიანდება „აუკუსის“ ბლოკთან, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დომინირებისთვის.