მსოფლიო ლიდერების და საერთაშორისო ორგანიზაციების გაფრთხილება მოსკოვს.
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას არ წყვეტს. მორიგ გზავნილს ამჯერად ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი ავრცელებს. აშშ და ნატო გეგმის რეალობად ქცევის შემთხვევაში გასატარებელ ზომებს აანონსებენ. იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების გარემოს გაუარესების გამო რუსეთის ფედერაციის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ამერიკის, პოლონეთის, ბულგარეთის და რუმინეთის შემდეგ ჩამონათვალს ჩეხეთიც დაემატა. პარალელურად მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გასაიდუმლოებული ბირთვული იარაღის გამოსაცდელად ემზადება.
რაც შეეხება ფრონტის ხაზს, უკრაინელი სამხედრო კონტრშეტევას წარმატებით განაგრძობენ. გათავისუფლებულია კიდევ რამდენიმე დასახლება რუსეთის მიერ ანექსირებულ დონეცკის, ხერსონის და ხარკოვის ოლქში.