რუსეთ-უკრაინის ომი - დასავლეთის პოლიტიკა

ტრამპი-პუტინის შეხვედრიდან უკვე ერთი თვე გავიდა, თუმცა უკრაინაში ომის დასასრულებლად შტატების დიპლომატიურ ძალისხმევას ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია. თითქმის ათას კილომეტრიან ფრონტის ხაზზე უკრაინის ოთხ რეგიონში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. იბომბება სამოქალაქო ზონებიც. ვლადიმერ პუტინის შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში, სულ უფრო მკაცრდება დონალდ ტრამპის რიტორიკა. ამერიკის პრეზიდენტი ევროპას რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედებებისკენ მოუწოდებს და სანქციების გამკაცრებას ითხოვს. მოსკოვში კი უკვე ღიად საუბრობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიც იბრძვის. უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო ბუნდოვანია რუსეთი-აშშ-უკრაინის სამიტის გამართვის პერსპექტივაც.